წერილები ინფო რუსთავს

2018-06-30 12:28:59

რუსთაველების ნაწილი, ინფო რუსთავს სხვადასხვა პრობლემების შესახებ წერს და მათ მოგვარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ყველაზე ხშირად საბინაო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე საუბრობენ და რეაგირებას შესაბამისი სამსახურებისგან ელოდებიან.

ყველაზე მწვავედ საცხოვრებელ კორპუსებში ბუნკერების დალუქვის საკითხი დგას, ადგილობრივები ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ასევე სარდაფებში შიდა კომუნიკაციების და საკანაზიზაციო მილების გაუმართაობა წარმოადგენს. 2 ივნისის სტიქიის შემდეგ კი აქტუალური გახდა ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობის საკითხიც.

ადგილობრივების უმეტესობა ასევე ეზოების კეთილმოწყობას მოითხოვს. ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრების უმეტეს ნაწილში კი სპორტული მოედნების არ არსებობა რუსთაველების პროტესტს იწვევს.