"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რომ - "ბოლო 72 საათის განმავლობაში, მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა კონკრეტულად იმ ადგილიდან სადაც შემთხვევა მოხდა, წითელ ხიდამდე, ანუ საზღვრამდე. მთელ ამ პერიმეტრზე მაშველებისა და მყვინთავების ჯგუფები აქტიურად ეძებდნენ. მიუხედავად ამისა ამ დრომდე არ არის ნაპოვნი, ამიტომ აქტიურად განვიხილავთ რომ დახმარებისთვის მივმართოთ აზერბაიჯანის მხარეს."
შეგახსენებთ რომ ლაშა ცაბაძე მდინარე მტკვარში 25 ივნისს შევიდა რა დროსაც დინებამ გაიტაცა და ამდრომდე ეძებენ.