მოზარდები შადრევნის ავზებში გრილდებიან

2018-06-30 11:38:23

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული შადრევნები გრაფიკით მუშაობს.

"მუშაობის გრაფიკი ასეთია: საღამოს 17:00 საათიდან ღამის 21:00 საათამდე"- განაცხადა  „რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ

ინფო რუსთავის ობიექტივში რამდენიმე გამორთული შადრევანი მოხვდა, სადაც ბავშვები დღის განმავლობაში გაგრილების მიზნით ბანაობენ.

ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 10 შადრევანი ფუნქციონირებს.

სანამ რუსთავში შადრევნები ჩაირთვებოდა მანამდე დაზიანებულ ძრავებს სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.