ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. დამნაშავეს ბრალად ქალაქ სარაგოსაში 40-მდე სახლის გაქურდვა ედება. ქართველთან ერთად დაკავებულია ასევე 2 რუსეთის მოქალაქე. დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის “ ქართული მაფიის”წევრები არიან. მათ ასევე ბრალად საბუთების გაყალბება ედებათ, ისინი ესპანეთში ისრაელელი სტუდენტების საბუთებით ჩავიდნენ.
ესპანეთის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, ასევე 9,000 ევრო ამოიღო.
დაკავებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალად ქურდობა და დოკუმენტების გაყალბება ედებათ. ნახეთ ვიდეო