ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფალიაშვილის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით 36 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.