ვანდალიზმის ფაქტი მარნეულში.
რუსთაველის ქუჩაზე, ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკირების ადგილზე გაჩერებული სამი ავტომობილი უცნობმა პირმა დააზიანა, დაზიანებულია ავტომანქანების საქარე მინები. ვანდალურ ფაქტს ადგილობრივები შეესწრნენ.
როგორც თვითმხილველები ინფო რუსთავს უყვებიან, უცნობმა პირმა ჟიგულისა და ოპელის მარკის ავტომანქანის საქარე მინები აგურით დააზიანა, ასევე ჩაამტვრია სამგზავრო მიკროავტობუსის ფანჯრებიც.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რაიონის საპატრულო ეკიპაჟი. უცნობია, დააკავეს თუ არა ფაქტთან დაკავშირებით ვინმე .