რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეუფერხებლად მიმდინარებს.
ტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ერთ ხაზზე რუსთავი დიდუბის მიმართულებით იყო შეზღუდული. როგორც კომპანია ინტერ ტრანსში განაცხადეს, კომპანიასა და მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა და მგზავრთა გადაყვანის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"პირველ რიგში ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოგახსენებთ, რომ მძღოლებმა განაახლეს მუშაობა, და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის პროცესი. გეტყვით, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მინივენის მარკის მიკროავტობუსების გამო, კომპანია ინტერტრანსის მძღოლები გეგმიური გადასახადის გადახდას ვეღარ ახერხებენ. აღნიშნულის გამო, დღეს დილით მძღოლებმა უარი თქვეს გადასახადის გადახდაზე, კომპანია ინტერტრანსმა კი თავის მხრივ გადაწყვეტილება მიიღო და სამარშუტო მიკრავტობუსების მოძრაობა დროებით შეაჩერა. მძღოლები ითხოვენ, რომ როგორმე მოგვარდეს მინივენებთან დაკავშირებული პრობლემები რადგან მათი თქმით, სერიოზული ფინანსური პრობლემები ექმნებათ.
როგორც უკვე იცით, კომპანია ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო მძღოლებისთვის შეღავათს აკეთებს და მათ გადასახადს მნიშვნელოვნად უკლებს. 15 ივლისიდან გადაწყვეტილება უკვე ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა მძღოლების თხოვნით და კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ინტერტრანსი 5 ივლისიდან შეამცირებს ყოველდღიური გადასახადის ოდენობას"- განაცხადა სოფო ცერცვაძემ ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა