ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა [video]

2018-06-27 15:12:43

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ნახეთ ვიდეო

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მგზავრები გადაყავდა ,თუმცა დროულად მოხდა ხალხის ავტობუსიდან ჩამოყვანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები, რომლებმაც ცეცლის ლოკალიზება მოახდინეს. მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი ავტობუსის ძრავს გაუჩნდა.