გარე განათების სისტემის განახლება

2018-06-26 17:56:08

რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ძველი, დაზიანებული სანათი წერტილები ახლით იცვლება.

მესხიშვილისა და სამგორის ქუჩებზე ამორტიზებული სანათები, დიოდური სანათებით შეიცვალა. სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრმა განახორციელა.

რუსთავის მერიამ ქალაქის გარე განათების რეაბილიტაციისთვის, 600 დიოდური სანათი შეიძინა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარე განათების ქსელის განახლება, ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა უბანში მოხდება.

გარე განათების ქსელის განვითარება და მოვლა-პატრონობა "რუსთავსერვის ცენტრის" საქმიანობის ერთი-ერთი ძირითადი მიმართულებაა