რუსთავში, მდინარე მტკვარზე სამძებრო მოქმედებები განახლდა.
მაშველები მეორე დღეა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი, მდინარის მიდებარე ტერიტორიაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც ის გაგრილების მიზნით მტკვარში შევიდა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. მდინარე მტკვარზე სამძებრო მოქმედებები გუშინ საღამოს, ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. დღეს დილიდან კი ისევ განახლდა. ფაქტის შესახებ, ინფო რუსთავმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა