რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-06-26 10:06:53

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს 16:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში: მესხიშვილის, მეგობრობის, ლესელიძის, ლეონიძის, რუსთაველის, ტაშკენტის და მიმდებარე ქუჩებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."