97 მუხლს ახალი პუნქტი დაემატა

2018-06-25 19:08:51

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში 97 მუხლს დაემატა პუნქტი N6.

პუნქტი გულისხმობს - "დაუშვებელია ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის მშენებლობა, გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა, ხოლო სკვერში, პარკში, ბარში, და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეებში - ისეთი შენობა ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა."