"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ღირს სწავლა რუსთავის კერძო სკოლებში.
რუსთავში კერძო სკოლის შერჩევა რთულია, რადგან არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა. როგორც წესი, სკოლის შერჩევა საცხოვრებელთან სიახლოვის ნიშნით, ახლობლის რჩევით ან პირადი მოკვლევის საფუძველზე ხდება. საჯაროსგან განსხვავებით, კერძო სკოლები მშობლებთან თავის მოწონებას განსხვავებული სასწავლო პროგრამებით, სერვისებით, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიითა და კეთილმოწყობილი, უსაფრთხო გარემოთი ცდილობენ.
რუსთავის ძირითად კერძო სკოლებში სწავლების ღირებულება შეადგენს:
1 "რეცა" -წლიური გადასახადი 1-11 კლასამდე შეადგენს -1 225 ლარს, ხოლო მე-12 კლასში სწავლის გადასახადი -2 450 ლარი.
2 "მილენიუმი"- წლიური გადასახადი 1-4 კლასის ჩათვლით შეადგენს 1 800 ლარს (ღირებულებაში შედის გახანგძლივებულის საათებიც) მეორე საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლის საფასური - 1800 ლარია, ხოლო აბიტურიენტებისთვის, მე-12 კლასში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის საფასური შეადგენს - 4 000 ლარს.
3 "ჩირაღდანი"- 1-11 კლასამდე სწავლების ფასი 400 დან - 1 200 ლარამდე მერყეობს, ხოლო მე-12 კლასში - 2 700 ლარი.
4 "ლამპარი"- 1-9 კლასამდე სწავლის საფასურია - 800 ლარი, ხოლო 9-12 კლასის ჩათვლით -1 200 ლარი.
5 "რუსთველი"- სწავლის წლიური საფასური იწყება- 1 300 ლარიდან - 1 700 ლარამდე, ხოლო დამამთავრებელ კლასში სწავლება- 2 300 ლარი ღირს.
6 "მზეკაბანი"- საფეხურების მიხედვით სწავლის წლიური საფასური იწყება -1 000 ლარიდან, იზრდება-1 200 ლარამდე, ხოლო დამათავრებელ კლასებში- 1 500 ლარი
7 "რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი"- დაწყებით კლასებში წლიური სწავლების საფასური შეადგენს- 2 800 ლარს (საფასურში შედის კვებაც), ხოლო უფროსკლასელებისთვის სწავლის ღირებულება -3 200 ლარს შეადგენს.
8 "ლაზარე"-სწავლის საფასური 1-4 კლასამდე შეადგენს 800 ლარს, 5-10 კლასებში გადასახადი -1 000 ლარამდე იზრდება, მე-11 კლასში -2 000, ხოლო მე-12 კლაში 2 500 ლარი