რუსთავში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ფასები წინა წლებთან შედარებით გაზრდილია
ინფო რუსთავი დაინტერესდა რამდენ ლარად არის შესაძლებელი რუსთავში ბინის ქირაობა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაგიჯდებათ. ესენია: კოსტავას გამზრიზი, რუსთაველის ქუჩა, ასევე მეგობრობისა და შარტავას გამზირები.
როგორც ინფო რუსთავს ერთ-ერთ უძრავი ქონების სააგენტოში განუცხადეს, ქალაქის ცენტრალურ უბნებში 1 ოთახიანი ბინის ქირაობის ფასი დაახლოებით 250 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ფასი მნიშვნელოვნად იზრდება თუ სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე მნიშვნელოვანია ბინაში რემონტი ახალი გაკეთებულია თუ ძველი.
რაც შეეხება რუსთავის სხვა უბნებს, ქალაქის პერიფერიებში 1 ოთახიანი, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა დაახლოებით 150 ლარიდან 200 ლარამდე დაგიჯდებათ. (საშუალო საცხოვრებელი პირობებით)
რაც შეეხება 2 ოთახიან ბინას, ცენტრალურ გამზირზე ბინის დაქირავებისთვის დაახლოებით 300 ლარიდან 400 ლარამდე გადახდა მოგიწევთ, (ფასი მატულობს იმ შემთხვევაში თუ ბინა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით) რუსთავის გარე უბნებში კი 2 ოთახიანი ბინის დაქირავებისას დაახლოებით 250 ლარიდან 350 ლარამდე დაგჭირდებათ.
უძრავი ქონების სააგენტოში განმარტავენ, რომ გასაქირავებელი ბინები ცოტაა კლიენტი კი ბევრი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ფასის ლარში მითითების ვალდებულება დაეკისრა.