ნონას თასის მოგზაურობა
ნონას თასის ტურნეს ფარგლებში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გაიმათა. ადგილზე მოეწყო შეჯბრი ჭადრაკსა და სპორტულ ვიქტორინაში. აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ საქართველოს ჩემპიონთან, ეროვნული ნაკრების წევრთან და საერთაშორისო დიდოსტატ ლუკა პაიჭაძესთან. ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.
ნონას თასი 1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა. რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა. ნონას თასი უკვე საქართველოშია და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს თასის მოგზაურობას საქართველოს ყველა რეგიონში.
2018 წლის 23 სეექტემბერი-6 ოქტომბერი საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 4000-მდე მოჭადრაკე და სხვა ოფიციალური პირი.
საქართველომ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება 2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა.