ავარია მეგობრობის გამზირზე [photo]

2018-06-20 10:29:19

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე.

"ნისანი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რკინის ჯებირი გაანგრია, გაზონზე ავარდა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.