გავრცელებული ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე პირს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.