გიორგი გახარიას გამოსვლა

2018-06-19 14:05:52

გიორგი გახარიას გამოსვლა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე - "მოხდება სისტემური განახლება. წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება სამი ძირითადი მიმართულების კრიმინალური პოლიცია: საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. საპატრულო პოლიციის ფარგლებში უკვე შეიქმნა ქვეითი პატრული. წლის ბოლომდე 3000-მდე სხვადასხვა სახის ახალი კამერა იმუშავებს რაც გამოძიებას დაეხმარება. 13200 პოლიციელს 1 ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ ეს არის ის მინიმუმი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დროისთვის. პოლიციის ახალი შენობები აშენდება, გომში, ბაკურიანში და ბოლნისში.

ასევე დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას რომელიც მოიცავს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს."