ძმამ და დაჭრა

2018-06-19 10:59:50

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა.

შემთხვევა დადიანების სასახლეთა ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 35 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ხოლო მისი ძმა 40 წლამდე მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, დაკავებულია მამაკაცი ოჯახური ძალადობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ზუგდიდში მოხდა.