მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-06-18 21:54:42

19-20 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არახელსაყრელი ამინდის პირობები. დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.

19 ივნისიდან 21 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 19 ივნისი +29°C, 20 ივნისი +30°C, 21 ივნისი +32°C, 22 ივნისი +33°C.