რუსთავის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა დღეს რუსთავის ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში. თბილისის სიმფონიური ორკესტრის და ჯანსუღ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი ღონისძიება რუსთავში უკვე მეთორმეტედ გამართეს. კონცერტს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ააიპ "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა სიმფონიური ორკესტრისა და მე-4 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა.
ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს.