ილიკო სუხიშვილი რუსთავში

2018-06-18 18:59:50

რუსთავში "სუხიშვილების" ცეკვის აკადემიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

ღია გაკვეთილს ანსამბლის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. რუსთავში იმყოფებოდა ილიკო სუხიშვილი, რომელმაც მოცეკვავეები შეაფასა და აღნიშნა რომ საუკეთესო მოცეკვავეების აღმოჩენის შემთხვევაში მათ შესაძლებლობა მიეცემათ მთავარ ანსამბლში მოხვდნენ.

რუსთავის ფილიალში 5-დან 17 წლის ჩათვლით მოცეკვავეები ირიცხებია. დღევანდელ ღია გაკვეთილზე 4 საცეკვავო ნომერი იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ რომ რუსთავში ცეკვის აკადემია ,"სუხიშვილების" ფილიალი გასულ წელს გაიხსნა. ფილიალი ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა-უმცროსმა, გახსნეს. საზეიმოდ გახსნას, ილიკო სუხიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტის სხვადასხვა თაობების სახელოვანი მოცეკვავეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.