ქალაქის მასშტაბით ბუნკერების დალუქვა XII მიკრო-რაიონში გაგრძელდა. სამუშაოებს რუსთავის მერი და რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ბუნკერების დალუქვის პარალელურად მოსახლეობისთვის სასურველ ადგილას ახალი სანაგვე ურნები განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა 150 ახალი ურნა შემოიტანა. პლასტმასის ურნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და იმ მიკრო-რაიონებში განთავსდება სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ბუნკერები დაილუქება.