თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მოქალაქეს თხრილში ფეხი მოყვა.
არსებული ინფორმაციით ორმოში კომპანია GWP-ს თანამშრომლები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ რა დროსაც მიწა ჩამოიშალა. მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ მოქალაქის დახმარებას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.