სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აწამებს ორი უცნობი პიროვნება საზოგადოებისთვის დომენიკ მანგოს ფსევდონიმით ცნობილ პიროვნებას.
ისინი იარაღით ხელში, პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი განცხადების გამო დომენიკ მანგოს ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ. აღნიშნულ ვიდეოს ხალხის აღშფოთება და გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლევა დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული ვიდეო რეალობას ასახავს თუ ფაბრიკაციაა. ნახეთ ვიდეო