ამინდის გაუარესებისა და უხვის ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სამაშველო სამუშაოები საქართველოს რამდენიმე რეგიონში აწარმოეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონში.
საგანგებო სიტუაციების მართვის ინფორმაციით, სოფელ ნასაკირალში ნაძვზე მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ბახმაროში მეხის ჩამოვარდნამ 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.