კრწანისის ტყე-პარკში "მწვანე ფესტივალი" გაიმართა. ღონისძიებაზე ნებიმიერ მსურველს შეეძლო მისვლა და მონაწილეობის მიღება მრავალფეროვან აქტივობებში. ფესტივალის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საგნმანათლებლო ზონა, Flea Market /ძველმანების ბაზრობა, სტარტაპ, სპორტული და მუსიკალური ზონები.
ფესტივალის ბოლოს მოხალისეებმა ერთობლივად დაასუფთავეს ტერიტორია ნარჩენებისგან.
როგორც ჩვენთან საუბრისას ფესტივალის ორგანიზატორმა აღნიშნა, ღონისძიებას უკვე მეორე წელია კრწანისის ტყე-პარკი მასპინძლობს და მომავალშიც დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარება.