გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 17 – 18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 ივნისი +34°C, 18 ივნისი +33°C, 19 ივნისი +29°C, 20 ივნისი +27°C.