პროექტის "კონტაქტური ბოსტანი" იდეა რუსთავის ამერიკული კუთხისა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ "ინოვაციების ფესტივალზე" დაიბადა. იდეა 5 რუსთაველ სტუდენტს: მარიამ ქავთარაძეს, ანა ბერიძეს, გიორგი ნანიტაშვილს, ანა დევიძესა და სალომე ფოცხვერაშვილს ეკუთვნით.
მარიამ ქავთარაძე - "ჩვენი მიზანია რუსთავის სკოლებში ბოსტნების გაშენება, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოიყვანონ ერთწლიანი კულტურები (კიტრი, პომიდორი, სტაფილო, მწვანილეულობა და ა.შ). "კონტაქტური ბოსტანი" ემსახურება მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების არამარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გაკვეთილებში მოქცევას. ეს ყოველივე გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს."
პროექტის საპილოტე ვერსია მე-16 სკოლაში, მისი დირექტორის ირინა მელქაძის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის იდეის ავტორების თქმით მათი მიზანია "კონტაქტური ბოსტანი" რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში გაშენდეს.