რეგისტრაცია არ ნიშნავს ბავშვის ბაღში ჩარიცხვას
დღეს 12:00 საათზე ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღებში 2018-19 სასწავლო წლისათვის 2-3 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო.
ბავშვების დარეგისტრირება საიტზე rustavikids.ge იყო შესაძლებელი.
13:00 საათზე დაიწყება 3-4 წლის ასაკის ბავშვთა ონლაინ რესგისტრაცია
"მოხდება შემოსული მონაცემების დამუშავება, გაირკვევა ვინ არიან რეალური პიროვნებები, დაზუსტდება და მოხდება პიროვნებების იდენთიფიცირება, და ხვალ დღის 13:00- მდე გაირკვევა რომელი ბავშვი რომელ ბაღში ჩაირიცხა ან ვერ ჩაირიცხა."- განაცხადა რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმზღვანელმა ეკა ხუციშვილმა