განზრახ მკვლელობის ფაქტი

2018-06-15 08:57:14

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. 

არსებული ინფორმაციით პოლიციის თანამშრომელს აღნიშნული სოფლის მკვიდრი, 30 წლამდე მამაკაცი მაშინ დაესხა თავს როდესაც პოლიციელი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მამაკაცმა პოლიციელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რის შემდეგაც პოლიციის განყოფილების უფროსი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს". 

დაკავებულია 1 პირი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.