მარნეულში მომხდარ სკანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებული მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ორ თვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული თემურ აბაზოვი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს.
თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს