პროკურატურა თემურ აბაზოვისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის მერი დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევს გაუპატიურებით დაემუქრა. უწყების ცნობით, აბაზოვი გავლენიანი პირია და მან შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს და ამავდროულად ქვეყანა დატოვოს.
პროკურატურის ინფორმაციითვე, დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი სწორედ აბაზოვის დავალებით მიიყვანეს იმ ადგილზე სადაც ვიდეოა გადაღებული.
აბაზოვის ადვოკატების განცხადებით, მარნეულის მერი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი, ვიდეოს გადაღების მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა, "ხმას რაც შეეხება რთულია იმის თქმა ვის ეკუთვნის ეს ხმა"- განაცხადა ადვოკატმა ზვიად ასათიანმა. მივივე თქმით, ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენებას მოითხოვენ 10 000 ლარის ოდენობით.
ზვიად ასათიანი ამბობს, რომ დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი თეიმურაზ აბაზოვზე ნაწყენი იყო. რადგან აბაზოვმა მას თხოვნის მიუხედავად, სამსახური კონკურსის გარეშე არ დააწყებინა.
მოსამართლე გადაწყვეტილებას უახლოეს წუთებში გამოაცხადებს