პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე დასახელდა

2018-06-14 18:05:14

პრემიერ-მინისტრის პოსტზე  მამუკა ბახტაძე დასახელდა. უმრავლესობამ  დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე დაასახელა.
ბახტაძე  ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ნოემრიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც  გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ბახტაძის კანდიდატურას უმრავლესობა პრეზიდენტს წარუდგენს, რის შემდგომაც პრემიერს 7 დღე ექნება ახალი ჯგუფის დასაკომპლექტებლად.