"დაზარალებულის ბრალდება თემურ აბაზოვის მიმართ არის უსაფუძვლო"- ეს განცხადება თემურ აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ამ დანაშაულში რაიმე სახით აქვს მონაწილეობა მირებული თემურ აბაზოვს.
ზვიად ასათიანი აცხადებს, რომ დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს შუამდგომლობას დააყენებს, 10 000 ლარის ოდენობით.