სასამართლო სხდომა ჩაინიშნა

2018-06-14 16:46:29

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც  აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, აბაზოვი ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის ინფორმაციითვე, აბაზოვი ვიდეო გადაღების ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

პროკურატურამ წინასწარი აღმკვეთის შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართავს.სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 17:30 საათზე დაიწყება.