ოთხი წლის ბავშვი სავარაუდოდ ცემით მოკლეს, შემთხვევა ბათუმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ და მცირეწლოვანი ოჯახის ახლობელს დაუტოვეს. პირი რომელიც ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა და მოკლა სრულწლოვანია. შემთხვევა ბათუმის გარეუბანში მოხდა.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავეს.