მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ბიოგრაფია:
დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს;
განათლება:
2003 წელს დაამთავრა დაუსწრებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია;
2003 წელს დაამთავრა თურქეთის რესპუბლიკის უშიშროების მეცნიერებათა აკადემია ქ. ანკარაში;
სამუშაო გამოცდილება:
2004 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორად;
2005 წელს მუშაობდა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმრთველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მესამე განყოფილების ინსპექტორად;
2005 წელს იყო შპს JTI-ში საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;
2006 წელს იყო საქართველოს პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელი;
2006-2007 წლებში იყო თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში „ANADOLU“-ს წარმომადგენელი საქართველოში;
2007-2011 წლებში მუშაობდა შპს „ელიტა ბურჯში“ მარკეტინგის სამსახურის მენეჯერად;
2011-2015 წლებში მუშაობდა შპს „ელიტა ბურჯში“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი;
2012 წელს იყო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე და სპეციალური შტაბის უფროსი;
2013 წელს იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარე;
2015 წელს მუშაობდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური ღონისძიებების უზრუნველყოფის სამმართველოს განყოფილების მთავარ სპეციალისტად;
2015-2017 წლებში იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის სამმართველოს უფროსი/ პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში;
ფლობს აზერბაიჯანულ (მშობლიური), ქართულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
თემურ აბაზოვი აქტიური იყო ინსტაგრამზეც, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს