ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [video]

2018-06-12 23:11:45

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტობანზე, კერძოდ, კრწანისის ტყე-პარკითან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს მარკისა და სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსის“ კუთვნილი "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილი გზიდან გადავიდა. ნახეთ ვიდეო.

მიკროავტობუსში ექვსი მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქ ავტომობილში კი მგზავრთა შორის იყო 3 თვის ჩვილი, თუმცა ავტომობილში მსხდომ არცერთ პირს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანზე, 1 საათის განმავლობაში, მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.