2017-2018 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულთა ვინაობა და პრიზები ცნობილია.
საპრიზო ადგილზე გავიდა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი მესაბლიშვილი. მან II ადგილი დაიკავა. გიმნაზიელმა მოსწავლემ საუკეთესო შედეგი ფრანგულ ენაში აჩვენა.
1. პირველი ადგილის მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და პირველი ხარისხის დიპლომი;
2. მეორე ადგილი მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 700-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მეორე ხარისხის დიპლომი;
3. მესამე ადგილი მფლობელ გამარჯვებულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მესამე ხარისხის დიპლომი.
4. მე-4-მე-10 ადგილის მფლობელ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და სიგელი.