ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ლიდერი პარლამენტის წინ რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან სამართალდამცავებს მიმართა და მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევნდნენ აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
არეულობა დაიწყო ქაშვეთის ეკლესიასთან, მას შემდეგ, რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს სამართალდამცველების მანქანებში დაეძებდა. არსებული ინფორმაციით ნიკა მელიას გარდა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე და რამდენიმე აქციის მონაწილეა დაკავებული.
დაპირისპირების შემდგომ სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები დაშალეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ გაკეთებული, რათა აქციის მონაწილეებს კარვების დემონტაჟში ხელი არ შეეშალათ.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რუსთაველზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. აქცია პარლამენტთან დაგეგმილია 18:00 საათზე, რუსთაველთან ზაზა სარალიძესთან ელოდებიან.