2018-06-11 14:00:57
ზღვაში ბანაობისას 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა სარფის სანაპიროზე მოხდა. მაშველებმა წყლიდან ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს.
ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ცნობით, გარდაცვლილი პირი იდენტიფიცირებულია და ის საქართველოს მოქალაქეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სანაპიროზე შემთხვევის დროს ხალხი იმყოფებოდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.