აივანი ჩამოინგრა [photo]

2018-06-10 17:18:22

თბილისში, ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილია.

ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა მოიხსნას ჩამონგრევის საფრთხე.