"ნუ მოკლავ"

2018-06-10 14:55:13

თბილისში დღეს დაგეგმილ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები და მოქალაქეები შეუერთდებიან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი რუსთველები ქალაქის შემოსასვლელში ამ წუთებში იკრიბებიან.

მათი თქმით, ისინი სოლიდარობას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს უცხადებენ.

პარლამენტთან აქცია ზუსტად ერთ საათში დაიწყება. "ნუ მოკლავ" ამ სახელწოდების აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.