ხვალიდან, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირველკლასელი მოსწავლეების ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება იწყება
2018-2019 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე (საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისას) რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების სია:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას.
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
გაითვალისწინეთ, II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში არწარდგენის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.