სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის

2018-06-10 12:20:40

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია.

"აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას სპეციალური ნებართვის გაცემა. შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები-ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულმა. 

გომბორზე, გუშინ დილით მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელშიც ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა.