ავარიას 2 მამაკაცი ემსხვერპლა [video]

2018-06-09 23:40:47

ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილში, რომელიც გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა და ამოტრიალდა 2 ქართველი იმყოფებოდა. 30 წლამდე მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ, არსებული ინფორმაციით ქართველები ამერიკაში ქუთაისიდან იყვნენ წასულები და ბრუკლინში ცხოვრობდნენ. ნახეთ ვიდეო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ - "ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო გარდაცვლილების ახლობლებს გადმოსვენების პროცედურებში ეხმარება. ამჟამად ცხედრები ექსპერტიზაზე არიან გადასვენებული."