ზაფხულის ფესტივალი პატარებისთვის

2018-06-09 15:54:38

ზაფხულის ფესტივალი სტარტს ქალაქ რუსთავიდან აიღებს.

ღონისძიების ფარგლებში ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს "ზედაზენის" ლიმონათი და "ბარამბინოს" უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში ლიმონათის გმირები და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი ღონისძიების განმავლობაში იზრუნებენ  პატარების განწყობაზე.
ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები "ზედაზენის" ლიმონათთან და "ბარამბინოსთან" ერთად გაიმართება საქართველოს ექვს ქალაქში.
ღონისძიება  რუსთავში მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყება.

ზაფხულის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.