მედიკამენტების გამოწერა გაკონტოლდება

2018-06-09 15:06:12

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება.
ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.
პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალება 1-ლი ივლისიდან ექნება.