რა სამუშაოები ჩატარდა კლდიაშვილის ქუჩაზე

2018-06-09 12:32:50

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა.

მასალა, რომელიც ჩვენმა საინფორმაციო სააგენტომ გუშინ, მოახლეობის თხოვნის საფუძველზე გაავრცელა, კლდიაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ საკომუნიკაციო ჭას შეეხებოდა.

საკომუნიკაციო ჭის თავსახური გზის საფარზე დაბლა იყო დარჩენილი, რაც ტროტუარზე ორმოულს ქმნიდა.

აღნიშნულ პრობლემას მყისიერი რეაგირება მოჰყვა მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.